საგამოძიებო სამსახური შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა


  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის გაცნობას საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის.

უწყების ცნობით, პრეზენტაციების ციკლის მიზანია, ახალგაზრდებისთვის პროგრამის მნიშვნელობისა და პერსპექტივის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სტაჟირების შესარჩევი კონკურსის დეტალების გაცნობა.

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ-იოსებ ვარძელაშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა-ლევან ძნელაძემ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს განუმარტეს უწყების მანდატი და საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სპეციფიკა. გააცნეს სტაჟირების პროგრამის ეტაპები და სამომავლო პერსპექტივები.

შეხვედრაზე სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 26 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!