საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის 260 ფაქტი გამოავლინეს


  • საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის, 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, გამოავლინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 260 ფაქტი, რის შედეგადაც ამოღებული აქციზური მარკის გარეშე თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობამ შეადგენა 38 509 კოლოფი სიგარეტი, ხოლო შესაბამისი საქმის მასალები, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, გადაგზავნილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ცნობით, აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დადგენილი წესით გადაცემული იქნა სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაგზავნილია განსჯად სასამართლოში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!