- საშემოდგომო აქტივობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში ახლებური მიდგომებით, ადრეული განათლების კურიკულუმის მოდელების შესაბამისად დაიგეგმა.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ხათუნა თოლორაია: “სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, მოგეხსენებათ, ახლებური მიდგომები ინერგება. აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან ამ მიმართულებით და აღვნიშნავ, რომ ჩვენ დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში გარკვეული წარმატებები გვაქვს. ამ მიდგომებზე დაყრდნობით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ აღსაზრდელთა ფიზიკურ და სოციალურ გარემოს, პატარების რეფლექსური წერის, აზროვნების განვითარებას, სწავლების თემატურ მიდგომებს, სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესის ხარისხს. აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღებში, ადრეული ზეიმების უმეტესობისგან განსხვავებით, აღსაზრდელთათვის ორგანული, კომფორტული და სახალისო გარემოა შექმნილი, სადაც მონაწილეობენ, როგორც აღსაზრდელები, ასევე აღმზრდელები და მშობლებიც. ეს უდაოდ კარგი, პოზიტიური მიდგომა და კარგი გამოცდილებაა”.