- სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესევულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში საშემოდგომო აქტივობები მიმდინარეობს.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია დღეს, ზედაეწერისა და ზუგდიდის №11 საბავშვო ბაღებში გამართულ აქტივობებს მეთოდისტებთან ერთად დაესწრო.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, აქტივობები დატვირთული იყო შემეცნებითი და გასართობი ხასიათის თამაშებით, მშობლებისა და აღმზრდელების აქტიური ჩართულობითა და მრავალფეროვნებით.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელების გასვლითმა აქტივობამ ეთნო სოფელ ,,სისა ტურაში” განსაკუთრებული ხიბლი და ელფერი შესძინა შემოდგომის გაცილების აქტივობას.
ზათუნა თოლორაია: “საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები, აღზრდისა და სწავლების ახლებური მიდგომები, ჩვენ აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენი ცენტრი მოწოდებულია ყველა არსებული რესურსით შეუწყოს ხელი როგორც მათი განვითარების, ასევე, აღმზრდელების კვალიფიკაციის ზრდასაც”.-აღნიშნა ხათუნა თოლორაიამ.