- დღეს, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა.
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობა და საბავშვო ბაღების მზაობას, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია და ცენტრის დირექტორის პირველი მოადგილე, ელისო ჩემია ადგილზე გაეცნენ.
დღესვე, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში გასვლითი მეთოდური – საკონსულტაციო შეხვედრები ჰქონდა ცენტრის მეთოდისტებსაც.