საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო იქნება


  • პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი წარუდგინა კოლეგებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხსენებლის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო დროშის და სახელმწიფო გერბის აღმართვა სავალდებულოა ცალკეულ სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე. თუმცა, კანონში არ არის მითითებული აღნიშნული ვალდებულება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მიმართ.

“იმ მიზნით, რომ მეტად პატრიოტული სულისკვეთება იყოს ქვეყანაში, საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სავალდებულო უნდა გახდეს სახელმწიფო დროშის აღმართვა და ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას გამოფენა, რომ ბავშვთა ასაკიდან დავიწყოთ სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია. პოპულარიზაციის გარდა, ეს გულისხმობს ამ სიმბოლოების მოვლასაც, რაც მათ მიმართ პატივისცემას ასწავლის მოზარდს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

განხილვის შემდეგ, პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად 94 ხმით მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!