- დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგანმანათლებლო პროგრამა სკოლის მოსწავლეთათვის, “სააღდგომო ტრადიციები დადიანების სასახლიდან” განახლდა.
“სააღდგომო ტრადიციები დადიანების სასახლიდან“ – უნიკალური შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის.
- მუზეუმის ექსკურსია – დადიანების უნიკალური კოლექციის გაცნობა.
- სალექციო ნაწილი – აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ტრადიციები.
- პრაქტიკული სამუშაო – ბავშვები საკუთარი ფანტაზიით მოხატავენ სააღდგომო კვერცხებს.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
პროგრამები განკუთვნილია სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის. (1 კლასიდან მე-5 კლასის ჩათვლით).
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი.
პროგრამის ხანგრძლივობა: 60-90 წუთი.
პროგრამის ღირებულება: 7 ლარი.