ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, სააღდგომოდ, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, გადასცემს სასაჩუქრე პაკეტებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის გოგი რევიას განმარტებით, ერთი პაკეტის ღირებულება დაახლოებით 70 ლარია.
გოგი რევია: “ტრადიციულად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ახორციელებს ერთ-ერთ სოციალურ პროგრამას, ეს არის პროდუქტების მიწოდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალური ჯგუფებისთვის. სააღდგომო, სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ: მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, ომის ვეტერანებს, 100 წელს გადაცილებულ ადამიანებს, და სოციალური საცხოვრისის ბენეფიცარებს. პაკეტი გადაეცემა 550 ოჯახს. პაკეტში მოთავსებულია 14 დასახელების პროდუქტი. მასში მოთავსებულია: შესქელებული რძე, შაქარი, კარაქი ნაღების, ლიმონათი, პასკა, კვერცხი, ფქვილი, მაკარონი, ზეთი, ვაფლის ტორტი, ხორცის კონსერვი, ქათამი, საღებავი და ა.შ.”
სააღდგომო სასაჩუქრე პაკეტები, ბენეფიციარებს, 25 აპრილს დაურიგდებათ.