- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, სააღდგომოდ, 540 ოჯახს საჩუქრად საკვები პროდუქტები გადასცა.
სადღესასწაულო კალათები მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მარტოხელა მშობლებს, მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს გადაეცათ.
სასაჩუქრე კალათა სხვადასხვა საჭირო პროდუქტს მოიცავს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული პროდუქტებისთვის 44 400 ლარი გამოიყო.