“საარჩევნო სკოლები”-წინასაარჩევნოდ


დღეს, 20 მუნიციპალიტეტში, ერთდროულად, გაიხსნა “საარჩევნო განვითარების სკოლები”, სადაც 680 მდე ახალგაზრდა საარჩევნო საკითხებზე მიიღებს ცოდნას. სასწავლო კურსის მონაწილეები შეისწავლიან: საარჩევნო სისტემებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, დემოკრატიულ საარჩევნო პრინციპებს, არჩევით ორგანოებს საქართველოში, არჩევნებში ჩართულ მხარეებს, არჩევნების გამჭირვალობას და ხელმისაწვდომობას ასევე გენდერულ თანასწორობას.

საარჩევნო განვითარების სკოლა გაიხსნა ზუგდიდის #67 ე საარჩევნო ოლქის ოფისში, სადაც 25 აპლიკანტს, პროექტის ფარგლებში, ტრენინგებს ჩაუტარებენ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი და ოლქის იურისტი ასმათ ბერაია.

პროექტში მონაწილეები, ძირითადად, სტუდენტები და კურსდამთავრებულები გახლავთ. შეხვედრის მონაწილეებს მირანდა მესხი გაეცნო და  პროექტის მიზანზე ესაუბრა. მისი თქმით, 2015 წელს განხორციელდა  პროექტის საპილოტე პროგრამა 10 მუნიციპალიტეტში  და  წარმატება მოიპოვა. შესაბამისად, 2016 – ში გაიზარდა პროექტის ფარგლები და სამეგრელოს 20 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. მისი განმარტებით,  ცესკომ და საარჩევნო სისტემებისა  და განვითარების სწავლების ცენტრმა 46 ტრენერი გადაამზადა. არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ახალგაზრდებში გამოიწვევს დიდ ინტერესს, მოახდენს არჩევნების პოპულიზაციას, შესაბამისად, მათი მოტივაციის ამაღლებას და ჩართულობას საარჩევნო საქმეების განვითარების პროცესში. ცეესკოს მიზანია საარჩევნო სკოლებს მუდმივი სტატუსი მიეცეს, როგორც საგანმანათლებლო ცენტრები ჩამოყალიბდეს მუნიციპალიტეტებში.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=7mjRhvuiBkY[/embedyt]

„საარჩევნო განვითარების სკოლა“ ევროპის საბჭოს(coe) და საარჩევნო სისზტემების საერტაშორისო ფონდის (IFES)მხარდაჭერით ხორციელდება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!