ჩვენმა საინფორმაციო წყაროებმა ზუგდიდის ქუჩებიდან და რამდენიმე საარჩევნო უბნიდან ფოტომასალები უკვე მოგვაწოდეს, სადაც ჩანს თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები, როგორი განწყობა აქვთ მოქალაქეებს. ინფორმაციისათვის, ზუგდიდში, ბულვარის რადიო უკვე ჩაირთო ენერგიული სიმღერებით, მაგრამ მოქალაქეები ჯერ არ გამოსულან სასეირნოდ, არც დასასვენებლად და არც აზრების გასაცვლელად. მოგეხსენებათ, ზუგდიდის ჭადრების ხეივანი ცხარე დებატების ადგილია.