საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს


  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დროებით გადართვა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იან საავტომობილო გზაზე, გამოწვეულია უკიდურესი აუცილებლობით. კერძოდ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის 80 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებით აკრძალვის გამო.

“გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის რამდენიმე უბანზე მიმდინარეობს დაზიანებული გზის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც აფერხებს ავტოტრანსპორტის გაზრდილი ნაკადების გადაადგილებას.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მარშრუტის ორ მონაკვეთზე, გზის ცალ მხარეს მიმდინარე სამუშაოების გამო, შევიწროებულია გზის სავალი ნაწილი. კერძოდ: სტიქიის შედეგად დაზიანებული საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს ჭიათურაში, 69-ე კმ-ზე; სოფელ კაცხთან, 78-ე კმ-ზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შენდება საყრდენი კედელი; კმ70 – კმ 82-ზე (ჭიათურა-სოფელი ჯოყოეთი) და კმ84 – კმ106 (სოფელი რკვია – ზესტაფონი) მონაკვეთებზე მიმდინარეობს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ხოლო კმ84-კმ107 მონაკვეთზე წარმოებს 16 დამეწყრილი უბნის (სოფელი დილიკაურის ტერიტორია) სარეაბილიტაციო სამუშაოები.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მძღოლებსა და მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კმ-ზე, ამ დრომდე გრძელდება სპეციალისტების მუშაობა მეწყრული უბნის შესასწავლად. პროცესში ჩართული მხარეები ყველაფერს აკეთებენ კვლევების საბოლოო შედეგების დროულად მისაღებად და ძირითად მაგისტრალურ საავტომობილო გზაზე (რიკოთის მონაკვეთზე) მოძრაობის აღსადგენად.”-აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!