რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ბაღათურია დაინიშნა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ბაღათურია დაინიშნა.

გრიგოლ ბაღათურია პროფესიით ეკონომისტია. აქვს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იყო – სენაკის საკრებულოს წევრი, საქართველოს ფოსტის სენაკის ფილიალის უფროსი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ბიუროს უფროსი, სენაკის მერის პირველი მოადგილე. ბოლოს გრიგოლ ბაღათურია შემოსავლების სამსახურში მუშაობდა.

თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ამ სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ნადარაია სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 27 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!