რუხში მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებით თვალის ოპერაციები უტარდებათ


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი, მოძრავ საოპერაციო ბლოკში თავალის ოპერაციებს ატარებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პაციენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდებიან.

თვალის ოპერაციები დღეს, 23 მოქალაქეს ჩაუტარდა, მათი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოვიდა.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წელი გავიდა. ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროგრამის სიკეთეებით ყოველდღიურად ასობით ადამიანი სარგებლობს. რისი ნათელი მაგალითი დღევანდელი დღეცაა, სადაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებით მოქალაქეებს თვალის ოპერაციები ადგილზევე უტარდებათ. მანამდე ჩვენ „ოფთალმიჯთან“ ერთად გვქონდა უფასო გასინჯვები მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოვავლინეთ ის ადამიანები ვისაც ქირურგიული ჩარევა სჭირდეობოდათ“- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

ინფორმაციისთვის: სამედიცინო აქცია რუხის შემდეგ ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში ჩატარდება. მომდევნო ეტაპზე კი რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტბსაც მოიცავს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!