- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 47 კოვიდპაციენტი.
ფოთის ჰოსპიტალში 32 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 6 მძიმე.
“სენამედის” კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 33 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 19 პაციენტი.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 15 პაციენტი.
“სენაკი ლაზიკა მედი” – 31 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 57 პაციენტი.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 51 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, რუხის საავადმყოფოში გარდაიცვალა ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი, 78 წლის მამაკაცი. ის სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული.