- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 11 მოქალაქე.
რუხის კლინიკაში იმყოფება 131 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 19 პირი.
ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდპაციენტი.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 24 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი 60 პაციენტი.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 76 მოქალაქე.
ამავე ინფორმაციით, კორონავირუსით რუხის კოვიდკლინიკაში გარდაიცვალა ზუგდიდის მცხოვრები ქალი. გარდაცვლილი 58 წლის იყო.