- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 34 ნიმუში გამოკვლიეს.
მათ შორის 9 პაციენტი, მედპერსონალის 1 წარმომადგენელი, კარანტინიდან 19 და თვითიზოლაციიდან 5 პირი.
ამავე ინფორმაციით, პაციენტებიდან ერთი კოვიდ დადასტურებულის შუალედური კვლევა ჩატარდა, შედეგი ისევ დადებითი დაფიქსირდა. ის აგრძელებს მკურნალობას რუხის კლინიკაში, დანარჩენის პასუხები უარყოფითია