- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 27 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 4 პაციენტი.
ფოთის ჰოსპიტალში 28 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 11 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1 მოქალაქე.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 4 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი – 15 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 7 მოქალაქე.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 111 ადამიანი.