რუხის კლინიკაში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 147 კოვიდპაციენტი, მათ შორის 64 საშუალოდ მძიმე.

ფოთის ჰოსპიტალში 42 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11 მძიმე.

“სენამედის” კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 40 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 454.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 119 ადამიანი.

ამავე ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვლა. 80 წლის ა. ღ. ქალაქ ზუგდიდის მკვიდრია, 72 წლის ჯ. დ. სოფელ ახალსოფელის მაცხოვრებელია, ხოლო 88 წლის ა. ქ. სოფელ ცაიშიდანაა. სამივე მათგანი მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადიოდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!