- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მას საზღვრის კვეთის ისტორია აქვს.
ამავე ინფორმაციით, დღეს, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 84 ნიმუში გაიტესტა.
მათ შორის 11 პაციენტი, სამედიცინო პერსონალის 24 წარმომადგენელი, შსს -ს 19 თანამშრომელი, ფოთის საბაჟოს 18 წარმომადგენელი, 2 კი საკარანტინო სივრციდან. 83 პასუხი უარყოფითია.
ხოლო, ერთი პაციენტის ნიმუში წუნდებულია და მოხდება განმეორებითი ტესტირება.