- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსზე 14 ნიმუში გაიტესტა. მათ შორის 11 პაციენტი, 2 სამედიცინო პერსონალი, 1 კარანტინი. ყველა პასუხი უარყოფითია.
ამავე ინფორმაციით, რუხის კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელთა. პაციენტი არასრულწლოვანია და ტრაილერის მძღოლის კლასტერს განეკუთვნება.