- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 33 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პაციენტი.
ფოთის ჰოსპიტალში 22 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმე.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 5 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1 ადამიანი.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 2 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი – 8 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 28 მოქალაქე.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 82 პაციენტი.
ამავე ინფორმაციით, რუხის კლინიკაში 68 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ოკუპირებული გალის მცხოვრებია. პაციენტს კორონავირუსი აფხაზეთის ტერიტორიაზე დაუდასტურდა.