- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 80 კოვიდპაციენტი.
ფოთის ჰოსპიტალში 37 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 5 მძიმე.
“სენამედის” კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 37 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 16 პაციენტი, მათ შორის მძიმე 4.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 18 პაციენტი.
“სენაკი ლაზიკა მედი” – 24 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 171.
რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 55 ადამიანი.
ამავე ინფორმაცით, რუხის კოვიდ კლინიკაში გარდაიცვალა 78 წლის მამაკაცი სენაკიდან.