- უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ხუთი დაშავდა, – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა.
„მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები. მტერი იყენებს ყველა შესაძლო იარაღს, თვითმფრინავებს. თუმცა, ჩვენი სამხედროები მტკიცედ იცავენ თავს,“- აღნიშნა გუბერნატორმა.