რუსულმა ძალებმა კრივოი-როგში ნავთობბაზა დაბომბეს, მეხანძრეები ძლიერ ხანძარს ებრძვიან


  • ოკუპანტების მიერ კრივოი-როგის დაბომბვის შედეგად ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო- სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ „ტელეგრამზე“ დაწერა.

„კრივოი-როგზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ნავთობბაზაზე ძლიერი ხანძარია. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ნგრევის მასშტაბები და ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ზუსტდება“, – აცხადებს რეზნიჩენკო.

მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა დღეს დილით კრივოი-როგი დაბომბეს და ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

14 + 7 =

Akismet ანტისპამი