- უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევის ოლქზე რამდენიმე საჰაერო იერიში მიიტანეს.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ თემში ხანძარი გაჩნდა, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა მისი ჩაქრობა მოახერხეს.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.