- უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სარაკეტო იერიში განახორციელეს.
კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, რის შემდეგაც ქალაქში საჰაერო განგაშის სისტემა ჩაირთო.
არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები გახდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, არ უგულებელყონ საჰაერო თავდასხმის განგაში და დარჩნენ თავშესაფრებში.