- მედიის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ოლქში გაერო-ს მისიას დაესხნენ თავს.
“აგრესორი ქვეყანა, რომელმაც პირობა დადო, რომ სროლისგან თავს შეიკავებდა, თავს დაესხა გაერო-ს ჰუმანიტარულ მისიას, რომელმაც ჰუმანიტარული დახმარება ქალაქ ორიხივში ჩაიტანა“, – განაცხადა ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტარუხმა.