- მედიის ინფორმაციით, რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7889 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 576 952-მდე გაიზარდა.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 161 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 8002-ს მიაღწია.
რუსეთში კორონავირუსისგან დაინფიცირებული 334 592 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაციისთვის, რუსეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.