- მედიის ინფორმაციით, რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 632 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 674 515-მდე გაიზარდა.
რუსეთში კორონავირუსით კიდევ 168 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 10 027-ს მიაღწია.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-ისგან 447 000-მდე პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაციისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.