- რუსეთში კორონავირუსის 8779 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 502 436-მდე გაიზარდა.
რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ 19”-ით კიდევ 174 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 6532-ს მიაღწია. რაც შეეეხება კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა რუსეთში 261 000-ს აჭარბებს.