- რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ცენტრალურ რაიონებს ცეცხლი გაუხსნეს, – ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინიგუბოვი იუწყება.
სინეგუბოვი მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვიც ავრცელებს და აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 5 და დაშავებულია 7 ადამიანი.