- რუსეთმა და ჩრდილოეთ კორეამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფხენიანში, ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ყოვლისმომცველ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
ვლადიმერ პუტინის თქმით, დოკუმენტი მრავალი წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საფუძველი იქნება.
სტრატეგიული პარტნიორობის ახალი დოკუმენტი 1961 წლის მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებას, 2000 წლის მეგობრობისა და კეთილმეზობლობის შეთანხმებას და 2000 და 2001 წლის მოსკოვისა და ფხენიანის დეკლარაციას ჩაანაცვლებს.
წყარო