- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების” სამსახურის მუშა-მოსამსახურეები დილაადრიან იწყებენ ქუჩების, სკვერების, ბაღების, მოედნების დასუფთავებას და ეს პროცესი გვიან ღამემდე გრძელდება.
წინასადღესასწაულო და სადღესასწაულო დღეებში კი ისინი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ.
ძალ-ღონეს არ იშურებენ საქმის კეთილსინდისიერად და ხარისხიანად შესასრულებლად.
ფოტომასალა აღებულია: “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” გვერდიდან.