- Facebook პოსტზე კომენტარის გამო, ზუგდიდელ აქტივისტს როსტევან (როსტო) ზარანდიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ხუთდღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
როსტევან ზარანდიას ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, facebook კომენტარის გამო, უჩივლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პიარსამსახურის ხელმძღვანელმა, მაგდალინა თოდუამ.
პოსტის კომენტარში როსტო ზარანდიამ მაგდალინა თოდუას მიმართ გამოიყენა სიტყვა: “ფოჩო”.

ინფორმაციისთვის: ფეისბუქპოსტი ეძღვნებოდა 9 აპრილს.
ფოტო: სალომე ფარცვანია