რომელ ქვეყანაში რა სახის ყავას მოიხმარენ და როგორ იცვლება ყავის კულტურა საქართველოში?


  • ყავა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სას­მე­ლია. მისი პო­პუ­ლა­რო­ბა რო­გორც ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში, ისე აზი­ის ქვეყ­ნებ­შიც იზ­რდე­ბა, სა­დაც ყა­ვის ხა­რისხს უფრო და უფრო მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ.

2016 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ევ­რო­პელ­თა 67%-ს ყა­ვის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია. რეს­პონ­დენ­თა 40%-მა კი გა­ნა­ცხა­და, რომ ყავა მათი დღის უკე­თე­სი და­სა­წყი­სის სა­წინ­და­რია.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით, 64% ყო­ველ­დღი­უ­რად ერთ ჭიქა ყა­ვას მა­ინც მო­იხ­მარს, სა­შუ­ა­ლოდ, კი ქ­ვეყ­ნის მას­შტა­ბით, ყო­ველ­დღუ­ი­რად, 3.2 ჭიქა ყა­ვას მი­ირ­თმე­ვენ. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ ერთი სა­ხა­ლი­სო დე­ტა­ლიც: ყა­ვის მომ­ხმა­რე­ბელ­თა 55%-ს მის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბას წო­ნა­ში მო­მა­ტე­ბა ურ­ჩევ­ნია.

ყვე­ლა­ზე მეტ ყა­ვას კი ფი­ნეთ­ში მო­იხ­მა­რენ. 8-9 ჭიქა აქ ნორ­მად მი­იჩ­ნე­ვა, თუმ­ცა შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც საყ­ვა­რელ სას­მელს 30-ჯე­რაც მი­ირ­თმე­ვენ, რაც რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის. ფი­ნეთ­ში ეს ტრა­დი­ცია რო­გორც ყა­ვის გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი­სა და ეფექ­ტის, ისე უკი­დუ­რე­სად და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­მოც დამ­კვირ­და – ჩრდი­ლო­ეთ ფი­ნეთ­ში ზამ­თრის ტემ­პე­რა­ტუ­რად ხან­და­ხან -40 გრა­დუსს აღ­წევს, შე­სა­ბა­მი­სად, ხში­რად, ცხე­ლი, მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი სი­თხე გჭირ­დე­ბა, რომ სა­ნამ სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში დაბ­რუნ­დე­ბი, „გა­დარ­ჩე“.

რა სა­ხის ყა­ვას მო­იხ­მა­რენ ევ­რო­პე­ლე­ბი?

ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ესპრე­სო და მის ბა­ზა­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქ­ტია. ესპრე­სოს პირ­ვე­ლი აპა­რა­ტი იტა­ლი­ა­ში დამ­ზად­და და მისი მომ­ზა­დე­ბის კულ­ტუ­რაც სწო­რედ აქე­დან მო­დის.

ევ­რო­პა­ში ყა­ვის სმის კულ­ტუ­რა თით­ქმის ხე­ლოვ­ნე­ბას­თან არის გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი. ყველ­გან შეგ­ხვდე­ბათ პა­ტა­რა კა­ფე­ე­ბი ამა­ვე ზო­მის ვე­რან­დე­ბით, მა­გი­დე­ბი­თა და ყვა­ვი­ლე­ბით, უგემ­რი­ე­ლე­სი ყა­ვის ფარ­თო არ­ჩე­ვა­ნით, რო­მელ­საც ასე­ვე პა­ტა­რა ფინ­ჯნით მო­გარ­თმე­ვენ. თქვენ კი მისი მირ­თმე­ვის პრო­ცე­სით უნდა დატ­კბეთ.

ფი­ნეთ­თან ერ­თად, შვე­დე­თი და ნი­დერ­ლან­დე­ბიც ყა­ვის მომ­ხმა­რე­ბელ ქვეყ­ნებს შო­რის ლი­დე­რე­ბი არი­ან. აქ ძლი­ე­რი ესპრე­სო და ტკბი­ლი ფუნ­თუ­შე­უ­ლი უყ­ვართ, რომ­ლის მირ­თმე­ვაც კა­ფე­ებ­ში ერ­თგვარ სო­ცი­ა­ლურ ქცე­ვას წარ­მო­ად­გენს.

ყავა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ბალ­ტი­ის­პი­რეთ­შიც. ამ ქვეყ­ნებ­ში ესპრე­სოს, ლა­ტე­სა და კა­პუ­ჩი­ნოს გარ­და, ნა­ლე­ქი­ან ყა­ვა­საც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­იხ­მა­რენ. ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა სრუ­ლად თქვა უარი ხსნა­დი ყა­ვის მოხ­მა­რე­ბა­ზე, რო­მელ­საც მწი­რი გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი და სა­ეჭ­ვო შე­მად­გენ­ლო­ბა აქვს. მათ­თვის ყა­ვის მირ­თმე­ვა ხა­რის­ხი­ან და გემ­რი­ელ პრო­დუქტთან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რაც კაფ­სუ­ლის ან ახ­ლად­დაფ­ქუ­ლი ყა­ვის მომ­ზა­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გო­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან ამე­რი­კე­ლე­ბი?

სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 3 ყვე­ლა­ზე შე­სამ­ჩნევ სურ­ნელს შო­რის ერთ-ერთ ყა­ვი­საა. ა­ვის მომ­ხმა­რე­ბელ­თა 45% კი მას აპა­რა­ტის მეშ­ვე­ო­ბით ამ­ზა­დებს. თუ ევ­რო­პა­ში უფრო პა­ტა­რა ზო­მის კაფ­სუ­ლებს მო­იხ­მა­რენ, აქ დიდი ზო­მის კაფ­სუ­ლე­ბი და უფრო დიდი ჭი­ქე­ბია პო­პუ­ლა­რუ­ლი. თუ ევ­რო­პა­ში კა­ფე­ში ყა­ვის მირ­თმე­ვა ერ­თგვა­რად კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია, აშშ-ში ყა­ვას ძი­რი­თა­დად, სახ­ლში აპა­რა­ტის მეშ­ვე­ო­ბით ამ­ზა­დე­ბენ ან ად­გი­ლობ­რივ მა­ღა­ზი­ა­ში ყი­დუ­ლო­ბენ.

რამ­დენ და რა სა­ხის ყა­ვას მო­იხ­მა­რენ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა წე­ლი­წად­ში სა­შუ­ა­ლოდ, 5 000 ტო­ნამ­დე ყა­ვას მო­იხ­მარს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რომ ვთქვათ, წე­ლი­წად­ში ერთ ადა­მი­ან­ზე სა­შუ­ა­ლოდ, 1.3 კი­ლოგ­რა­მი ყავა მო­დის.

ევ­რო­პე­ლე­ბი­სა და ამე­რი­კე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, და­ბა­ლი ფა­სის გამო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ხსნა­დი ყავა ლი­დე­რობს, თუმ­ცა კაფ­სუ­ლის ყა­ვა­ზე გა­დას­ვლის ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

კაფ­სუ­ლის ყა­ვას და­სავ­ლეთ­ში მისი ნა­ტუ­რა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის გამო ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კაფ­სუ­ლის ყა­ვის მო­თხოვ­ნის ზრდას ბა­ზა­რიც პა­სუ­ხობს, რად­გან ცოტა ხნის წინ გა­მოჩ­ნდა ყა­ვის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია „მე­ა­მა“, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი რე­ცეპ­ტით უკვე 15 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყავა შექ­მნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კუთ­რე­ბას წარ­მო­ად­გენს. კომ­პა­ნია ასე­ვე აწარ­მო­ებს 4 სა­ხის წმინ­დად დაფ­ქულ ყა­ვას, რო­მე­ლიც ერთჯე­რად შე­ფუთ­ვებ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სოა, ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის მსგავ­სად, რამ­დე­ნად გა­და­წყვეტს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა, არ­ჩე­ვა­ნი ნა­ტუ­რა­ლურ ყა­ვა­ზე შე­ა­ჩე­როს, რო­მელ­საც ყვე­ლა გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს და სინ­თე­ტი­კუ­რი ნა­რე­ვე­ბით შექ­მნი­ლი პრო­დუქ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და­დე­ბი­თი ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია.

წყარო

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!