როზა ჩიკვატია: რომელს მიგაქვთ სასაფლაოზე ყუთი?


როზა ჩიკვატია ზუგდიდელია, ბაზრის ჩასასვლელთან პრესას, სათვალეებს და სუნამოებს ყიდის. ყოველდღე აქ არის და მთელი ქალაქი იცნობს. დღესაც აქ არის. ზოგადად, ბაზარში ხალხმარვლობაა, მყიდველი და გამყიდველი უამრავია, მხოლოდ თემაა ერთი–ვინ, ვის მისცა ხმა და რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე. “ზუგდიდელებსაც” ერთი კითხვა აქვს მათთან, უკვე მოახერხეს ხმის მიცემა და სამსახურში მობრუნება? როზა ჩიკვატია ამბობს, რომ იყო არჩევნებზე. “ინგირის ერთ–ერთ უბანში, ქარჩავების სახლში მივეცი ხმა.” თქვა, უბანში სიმშვიდე იყო, ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა, თუ არ ჩავთვლით ერთ დარღვევასო, – ქალბატონი როზა ამბობს, რომ მისი გარდაცვლილი ძმისშვილი ზვიად ჯიჯელავა აღმოაჩინა სიაში. “ვიკითხე, რომელს მიგაქვთ სასაფლაოზე ყუთი,  სიაში მკვდრები აღმოვაჩინე მეთქი”.

ქალბატონი როზა სწუხს, სათვალე არ მქონდა და სია ვერ ჩავათვალიერე, იქნებ, სხვა გარდაცვლილებიც მეპოვაო.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!