ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში 58 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. დევნილები შენობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, კედლები გაბზარულია, სინესტეა, იატაკი და ფანჯრები დამპალია, კიბეებს მოაჯირი არ აქვს, რაც საფრთხეს წარმოადგენს 42 არასრულწლოვანი მოზარდისთვის, რომელიც ამ შენობაში ცხოვრობს.
მოუწესრიგებელია სველი წერტილები და ზოგადად საკანალიზაციო სისტემები. დევნილები ამბობენ, რომ შენობა ამორტიზირებულია და დაუყონებლივ ითხოვენ მათ გადაყვანას ამ შენობიდან.