როგორ მოქმედებს ბიფლაზიმი და რა განაპირობებს მის ეფექტიანობას


  • ბიფლაზიმი არის პრეპარატი, რომელსაც ექიმები პაციენტებს ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესების, მათი თანმდევი ტკივილისა და შეშუპების სამკურნალოდ უნიშნავენ.

ამ მედიკამენტს, ფაქტობრივად, შეუზღუდავი მოქმედება ახასიათებს, რადგან ის ჯანმრთელობის ზემოხსენებულ პრობლემებს წარმოშობის მიზეზის მიუხედავად ებრძვის. გამოდის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რითაა გამოწვეული ჩამოთვლილთაგან თითოეული სიმპტომი (ანთება, ტკივილი, შეშუპება) — ბიფლაზიმი მათ მაინც აღმოფხვრის.

ამ თვისების გამო ის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე კონცენტრირებული მკურნალობისთვის ან პროფილაქტიკური მიზნებისთვის გამოიყენება, მათ შორის:

  • ტრავმატოლოგიასა და ქირურგიაში;
  • ოტორინოლარინგოლოგიაში;
  • ოფთალმოლოგიაში;
  • პულმონოლოგიაში;
  • სტომატოლოგიაში;
  • გინეკოლოგიაში.

რა განაპირობებს ბიფლაზიმის ეფექტიანობას

ბიფლაზიმის ეფექტიანობასა და სარგებელს მასში შემავალი აქტიური კომპონენტები განსაზღვრავს — ქიმოტრიფსინი და ტრიფსინი. ვისთვისაც ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს, გეტყვით, რომ ისინი ფერმენტებია, ანუ ცილები, რომლებიც ბიოლოგიური კატალიზატორების ფუნქციას ასრულებს და ქიმიურ რეაქციებს აჩქარებს.

ასეთი ფერმენტები ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია და მსგავსი საჭიროების გამო ხშირად წამლების შედგენილობაშიცაა. ბიფლაზიმში არსებული ქიმოტრიფსინი საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტია, რომელიც პანკრეასის წვენში გვხვდება და წვრილი ნაწლავის წინა ნაწილში ცილებს შლის. ტიფსინი ასევე წვრილი ნაწლავის დასაწყისშია წარმოდგენილი და მოლეკულების დაშლაში მონაწილეობს.

მართალია, პრეპარატის მოქმედებას სწორედ ამ ორ აქტიურ კომპონენტზეა დამოკიდებული, თუმცა მასში სხვა დამხმარე ნივთიერებებიცაა. ესენია: აეროსილი, დექსტრატი, მაგნიუმის სტეარატი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, სტეარინის მჟავა, აცეტონი, ცელაცეფატი, დიეთილფტალატი და სეპისპერსი ცისფერი K1009.

ბიფლაზიმის მოქმედება

ახლა უკვე ვიცით, რომელ კომპონენტებს უნდა ვუმადლოდეთ ბიფლაზიმის ეფექტიანობას, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ეს შემოგარსული აბები ჩვენს ორგანიზმში ორალური გზით ხვდება?

პირველ რიგში გეტყვით, რომ ბიფლაზიმი სხეულში მიმდინარე ანთებითი პროცესის ექსუდაციურ ეტაპზე მოქმედებს. მარტივად რომ ვთქვათ, ესაა ფაზა, რომლის დროსაც ორგანიზმის შემადგენელ ქსოვილებსა და ღრუ ადგილებში ანთებისას სითხე, სახელად ექსუდატი, გროვდება.

პროტეოლიზური ფერმენტები — ქიმოტრიფსინი და ტრიფსინი — სინერგიული მოქმედების წყალობით ანთების კერაში ცირკულაციას აუმჯობესებს და დაგროვებული ექსუდატის დრენაჟს უწყობს ხელს. ისინი, ასევე, ანთებით პროცესებთან ასოცირებულ პეპტიდურ კავშირებს შლის.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ორი ფერმენტი ერთობლივი ძალებით ცილებსა და პეპტიდებს მარტივად ხლეჩს, რასაც პროტეოლოზი ეწოდება. სწორედ ამიტომ მოიხსენიებენ ქიმოტრიფსინსა და ტრიფსინს პროტეოლიზურ ფერმენტებად. ისინი ანთების გამო დაზიანებულ ან მკვდარ ქსოვილებსაც აშორებს, რითაც შეხორცება მარტივდება და შეშუპება ცხრება.

ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ ბიფლაზიმი კარგ ამტანობას უზრუნველყოფს და მაღალი ეფექტიანობით გამორჩეული წამალია. მას შემდეგ, რაც ეს გასტრორეზისტენტული ტაბლეტები ორგანიზმში ხვდება, ნაწლავში ადვილად იხსნება. ის საჭმლის მომნელებელი სისტემის მხოლოდ ამ ნაწილში შეიწოვება.

დაიმახსოვრეთ, რომ ბიფლაზიმი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობის თვითნებურად დაწყება რეკომენდებული არაა, ამიტომ, პირველ რიგში, სპეციალისტს უნდა გაესაუბროთ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!