როგორ კლავს საპონი კორონავირუსს?


  • ალკოჰოლზე დაფუძნებული სადეზინფექციო საშუალებები ეფექტურია, თუმცა საპონი ყველაზე ნაყოფიერი გზაა მოკლათ ვირუსი, რომელიც თქვენს კანზე მოხვდა. სიდნეის უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორი, პოლ ტორდარსონი ამ თემაზე საინტერესო მოხსენებას გვთავაზობს.

ვირუსებს ტანზე აქტიურად გაჩერება რამდენიმე საათი და ხანდახან დღეც კი შეუძლიათ. სადეზინფექციო საშუალებები კი ისე ეფექტურად ვერ მოგაშორებენ მათ, როგორც ჩვეულებრივი საპონი. ჯანდაცვის ორგანიზაციები გვატყობინებენ, რომ მას შემდეგ, რაც ვირუსი თქვენი სხეულის ზედაპირზე მოხვდება, ვერანაირი წამალი ვერ გაანადგურებს მას. ამიტომაც, ხელების დაბანა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სასიცოცხლოდ საჭიროა. მართლაც, თქვენ მილიონ დოლარადაც კი ვერ შეიძენთ მედიკამენტს კორონავირუსის წინააღმდეგ, თუმცა ერთი ჩვეულებრივი საპონი მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ.

რატომ მუშაობს ასე კარგად საპონი „კოვიდ-19“-ის და ზოგადად ვირუსების წინააღმდეგ? იმიტომ, რომ ვირუსი კომპლექსური ნაწილაკია, რომლის ყველაზე სუსტი წერტილიც ლიპიდური ანუ ცხიმოვანია. საპონი ხლეჩს ცხიმოვან გარსს და ვირუსი იშლება, როგორც ბანქოთი აშენებული სახლი და კვდება.

როცა ახველებთ ან ამთქნარებთ, პატარა წვეთებს ჰაერში 10 მეტრზე შეუძლიათ აფრენა. მათგან ყველაზე დიდი კორონავირუსის მთავარი მატარებელია და მას მხოლოდ ორ მეტრზე შეუძლია გადაადგილება. პატარა წვეთები სხვადასხვა ზედაპირზე ხვდებიან და ხშირად ძალიან სწრაფად შრებიან. მაგრამ ვირუსები აქტიურად ყოფნას მაინც ინარჩუნებენ. ადამიანის კანი მათთვის იდეალური ზედაპირია. ის „ორგანულია“, ზედაპირზე არსებული მკვდარი უჯრედების პროტეინები და ცხიმოვანი მჟავები ვირუსთან კონტაქტში შედიან.
თუ მაგალითად რკინის ზედაპირს შეეხებით, რომელზეც ვირუსია მოთავსებული, ის თქვენს კანს აეკრობა და ხელებზე გადაინაცვლებს. შემდეგ თუ სახეს შეეხებით, განსაკუთრებით თვალებს, ცხვირს ან პირს, დაინფიცირდებით. აღმოჩნდა, რომ ადამიანების უმეტესობა საკუთარ სახეს ყოველ 2 ან 5 წუთში ეხება.
ვირუსის წყლით ჩამორეცხვა ნამდვილად მუშაობს. მაგრამ მხოლოდ წყალი ვერ ამარცხებს ვირუსსა და კანს შორის არსებულ ძლიერ დაპირისპირებას. წყალი საკმარისი არაა.
საპნიანი წყალი სულ სხვა საქმეა. მის შემცველობაში არსებული ნივთიერებები სტრუქტურულად ვირუსის გარსში არსებულ ცხიმებს გვანან. საპნის მოლეკულები ეომებიან მათ და საბოლოოდ აშორებენ ხელის კანს.
ალკოჰოლის შემცველობის წყალობით, სადეზინფექციო საშუალებებსაც შეუძლიათ ვირუსი მოკლან. მაგრამ, საპონი უკეთესია, იმიტომ რომ ცოტა რაოდენობის საპნიანი წყალი მთლიან ხელს ადვილად მოიცავს. ამასთან, საჭიროა ვირუსი სრულად დასველდეს, ხოლო ეთანოლიანი გელის წასმით, ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ ის მას კანის ყველა წერტილში გაჟღინთავს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!