როგორ განვალაგოთ ოთახის ყვავილები-რჩევები ლარისა თირქიასგან


 

  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლარისა თირქია ზუგდიდელებს ურჩევს სწორად შეარჩიონ მცენარეები სახლის სხვადასხვა ოთახისთვის.

–როდესაც გასული საუკუნის 80-იან წლებში, ნასას მეცნიერები, ლანდშაფტოლოგებთან ერთად, სწავლობდნენ სახლის მცენარეების მიერ კოსმოსური ხომალდის ჰაერის გაწმენდის შესაძლებლობებს, აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი მცენარე, სხვებზე უფრო ეფექტურად, წმენდს ჰაერს და თუ მცენარეებს, ამა თუ იმ ოთახისთვის, სწორედ შევარჩევთ, ჩვენს სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იქნება.

ბავშვის ოთახში
ოთახში, სადაც ბავშვები ცხოვრობენ, ჰერბერი (Gerbera jamesonii) უნდა «დავასახლოთ», ის კარგად შთანთქავს ბენზოლს, რომელსაც პლასტმასი, რეზინი, სინთეტიკური ბოჭკოები და სხვა ნივთები გამოყოფენ.

კაბინეტში

სამუშაო ოთახებში, ყველაზე კარგია კაკტუსის (Cereus peruvianus) დადგმაა, რადგან ის შთანთქავს კომპიუტერის მიერ გამოსხივებულ ელექტრომაგნიტურ ენერგიას.

მისაღებ ოთახში
ბენჟამინის ფიკუსი (Ficus benjamina) კარგი ვარიანტია მისაღები ოთახისთვის. ის ასუფთავებს ჰაერს ქსილოლის ორთქლის, ამიაკის, ფორმალდეჰიდის და ტოლუოლისგან. ამ მცენარის დადგმა კარგი იქნება სამუშაო კაბინეტშიც, საოფისე ტექნიკასთან ახლოს.

გასახდელ ოთახში

ქლოროფიტუმი (Chlorophytum comosum) მშვენივრად გრძნობს თავს ნებისმიერ გრუნტში, გრილ და ბნელ სივრცეებში. მორწყვის გარეშე შეუძლია 1 თვის მანძილზე გაძლოს. ის უვნებელია შინაური ცხოველებისთვის. კარგად ებრძვის სხვადასხვა სახის საგნის ზედაპირიდან აორთქლებულ ქიმიურ ნივთიერებებს: პოლიგრაფიულ, ტყავის და კედლის ქიმიურ ნაერთებს.

ძველ სახლებში
ძველ სახლებში, ყველაზე კარგია გერანიუმის (Pelargonium) გამრავლება. ის ახდენს ჰაერის დეზინფექციას და ამავდროულად,ითავსებს დეზოდორანტის ფუნქციას. დიდი რაოდენობით ეთერული ნივთიერების შემცველობის გამო, ოთახში სასიამოვნო არომატი დგება, რომელიც დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე.

დერეფანში
დერეფანში კარგად ხარობს კოლეუსო (Solenostemon scutellarioides), არ სჭირდება მიწის ხშირი გამოცვლა და გამოკვება. კარგად იზრდება და კარგად იტანს ორპირ ნიავს, ფილტრავს ჰაერს.

სახელოსნოში
ოქროსფერი ეპიპრემიუმი (Epipremnum aureum) განსაკუთრებული ამტანობით გამოირჩევა. მას შეუძლია ჩრდილში გაიზარდოს, კარგად იტანს დაბალ ტემპერატურას. ასუფთავებს ჰაერს ნახშირბადის დიოქსიდის, ბენზოლის და ტოლუოლისგან.

საძინებელში

კარგად იზრდება საძინებელში — ალოე ვერა (Aloe vera), რომელსაც შეუძლია ჰაერის გასუფთავება ბენზოლის და ფორმალდეჰიდისგან. ღამის საათებში, ის შთანთქავს ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს.

სამზარეულოში
აზალია (Azalea), ყვავილობის დროს, მხოლოდ თვალს კი არ ახარებს, ის ასევე კარგად შთანთქავს ბენზოლს და ფორმალდეჰიდს, რომელსაც დსპ-გან დამზადებული ავეჯი და სარეცხი საშუალებები შეიცავს. ამიტომ, ამ ყვავილის ადგილი სამზარეულოშია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!