როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული მუზეუმი, რომელიც საფრანგეთში მდებარეობს


  • საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბორდოში მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული მუზეუმი – Bassins De Lumieres გაიხსნა.

მუზეუმის უზარმაზარი საგამოფენო სივრცე უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი, რაც მნახველებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. ამასთან, ხელოვნების ნიმუშების ციფრულ შოუს პარალელურად დარბაზებში კლასიკური მუსიკა ისმის.
The Guardians-ის ინფორმაციით, მუზეუმის ფართობი 3 000 კვ.მ.-ს შეადგენს, რაც 12 ჩოგბურთის კორტის ტერიტორიის ზომისაა.

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო მუზეუმში ჰიგიენური ნორმები უმაღლეს დონეზეა დაცული. დამთვალიერებლებს მოეთხოვებათ სახის დამცავი ნიღბები ატარონ და ერთმანეთისგან დისტანცია დაიცვან.
მუზეუმის პირველი და ყველაზე დიდ დარბაზი ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის შემოქმედებას ეთმობა. ნახატებს შორისაა კლიმტის ყველაზე ცნობილი ტილო “კოცნა”. გამოცემის ცნობით, კლიმტის შემოქმედებას შოუს 40 წუთი ეთმობა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!