როგორ გავუმკლავდეთ იზოლაციაში ყოფნას


  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს, ონკოლოგიური და სხვა ქრონიკული არაგადამდები დაავადებების მქონე პაციენტებისთვის.

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობას. მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ეპიდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები დროებითია და მასთან დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნებები მალე გაივლის. კორონავირუსი არღვევს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმს და ახალ რეალობას გვთავაზობს.

თუ ხართ 70 წელზე უფროსი ასაკის ან გაქვთ ონკოლოგიური და სხვა ქრონიკული არაგადამდები დაავადებები, ექიმების რეკომენდაციაა, დარჩეთ სახლში და მაქსიმალურად შეზღუდოთ კონტაქტები.

თვითიზოლაციის პირობებში გასათვალისწინებელი რეკომენდაციები:

• შეინარჩუნეთ სოციალური კონტაქტები, „დარჩით კავშირზე“ მობილური ტელეფონის, ელ-ფოსტის, სოციალური ქსელების მეშვეობით.
• არ დაკარგოთ კონტაქტი თქვენს ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან
• ისაუბრეთ თქვენს განცდებზე
• გააგრძელეთ იმის კეთება, რაც გსიამოვნებთ – იკითხეთ მხატვრული ლიტერატურა, მოუსმინეთ მუსიკას, დაათვალიერეთ სურათები, სადაც თქვენი ცხოვრების საიტერესო დღეებია ასახული
• მიირთვით ჯანსაღი საკვები და დალიეთ საკმარისი წყალი
• ივარჯიშეთ რეგულარულად
• ეცადეთ, არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელები
• სცადეთ, შეინარჩუნოთ რეგულარული ძილის რეჟიმი
• მაქსიმალურად ეცადეთ შეინარჩუნოთ თქვენი დღის რეჟიმი ან შეიმუშავეთ ახალი, იმ შემთხვევაში, თუ გარემოებები შეიცვალა
• დაისახეთ პრიორიტეტები.

თუ ჯანდაცვის ორგანოებმა გირჩიეს შეამციროთ თქვენი ფიზიკური კონტაქტები კონკრეტული პანდემიის გამო, შეგიძლიათ დარჩეთ კავშირზე სკაიპის, ფეისბუქის მესინჯერის და მობილური ტელეფონის მეშვეობით.
შეეცადეთ, გამონახოთ მიზეზი, რომ უფრო ხშირად დაუკავშირდეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. დაგეგმეთ ვირტუალური ყავის შეხვედრები და თუ შესაძლებელია, სცადეთ მეტად გამოიყენოთ ვიდეო ზარი, რომ უფრო ახლო კავშირში იგრძნოთ თავი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!