26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ზუგდიდში, დაგეგმილ ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ზუგდიდში, შემდეგი ღონისძიებები და აქტივობებია დაგეგმილი. ►10:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა;
► 11:00 – 20:00 – მწვანე სივრცე [ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, ბოტანიკური ბაღის სივრცე];
► 11:00 – 20:00 წიგნების სივრცე [წიგნადი ფონდის გამოფენა, შემეცნებითი თამაშები, ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის, გამომცემლობების სტენდები, ტურიზმის სტენდი, „ცოცხალი წიგნები“ – ავტორები: ზაალ ქორთუა, კოტე ჭილაია, ნონა ციმინტია, ნინო ფიფია, ნესტან ფიფია, ჯამბულ ნაჭყებია];
► 11:00 – 20:00 ხელოვნების სივრცე [ნახატების გამოფენა, პლენერი];
► 11:00 – 20:00 ისტორიული ფოტოების გამოფენა [გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ძველი ზუგდიდის ფოტოები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საგანძურის ამსახველი ფოტომასალა, პილონებზე გაცოცხლდება ძველი ზუგდიდი];
► 12:00-17:00 – ხალხური ანსამბლების კონცერტები [ატრიუმის წინ];
► 11:00 – 17:00 საბავშვო სივრცე [ბავშვთა გასართობი სივრცე, ანიმატორები, საბავშვო ქოხი, ბატუტი, მაკდონალდსის სივრცე, წარმატებული ზუგდიდიელი დიზაინერის სოფიო ხარჩილავას საბავშვო კოსტიუმების ჩვენება];
► 12:00 – 17:00 – საბავშვო სცენა [საბავშვო ანსამბლებისა და ბენდების კონცერტები];
► 14:30 თეატრალური მსვლელობა დადიანების შესასვლელიდან ბულვარის ორივე მხარეს;
► 15:30 – თეატრალიზებული სანახაობა ზუგდიდის ისტორიულ სახლთან [1918 წლის 26 მაისის ისტორიულ სცენებს შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო დარამატული თეატრი გააცოცხლებს];
► 11:00 – 20:00 ეთნოსივრცე [მეთუნის მასტერკლასები, ხეზე და ქვაზე მუშაობის მასტერკლასი, ეთნოგრაფიული მასალების გამოფენა, უნიკალური მეგრული ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინოების გამოფენა, მეღვინეობა “ხარებას” სტენდი,სანელებლების გამოფენა-გაყიდვა, მეთევზის კუთხე];
► 12 საათიდან – მეგრული სამზარეულოს მასტერკლასები [მივიწყებული მეგრული კერძების მომზადება: ჩემქვა, დადიანური, ჭაბულია, ლეჭკერე];
► 11:00 – 20:00 ფერმერების სივრცე [მარწყვის, სუბლიმირებული ხილის, თხილის, თაფლის, მეგრული არაყის, ღვინოს, ყველის საგამოფენო სივრცეები];
► 11:00 – 20:00 ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
► 11:00 – 20:00 სპორტის მუზეუმი ღია ცის ქვეშ [გამოფენილი იქნება 100 წლის განმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობებში ზუგდიდელების მიერ მიღებული სხვადასხვა ჯილდოები];
► 11:00 – 20:00 სპორტული აქტივობები [ძიუდო, ჭიდაობა, კარატე-დო, ტანვარჯიში, ჭადრაკი, ძალოსნობა, ფეხბურთი, რაგბი, ნარდი, გრიხთბოლი, მაგიდის ჩოგბურთი, მკლავჭიდი];
► 11:00 – 20:00 გასტრონომიული სივრცეები [ხუთ ლოკაციაზე განთავსდება ღია კაფეები, რესტორნები და ბარები – წარმოდგენილი იქნება კაფე “დელექტო”, “დიარონი”, “ჰიუგოს ტავერნა”, “დიადემა“, „ელბარკო“];
► 17:10- პირდაპირი ტრანსლირება -საქართველოს ჰიმნი, ანსამბლი ,,ოდოია“;
► 19:30 გალა კონცერტი.