როგორი იქნება გერმანული ქალაქი, სადაც მანქანები არ ივლიან


  • გერმანიაში, ბერლინის გარეუბანში 16 ჰექტარზე ახალი ქალაქი გაშენდება, სადაც ავტომობილები საერთოდ არ იქნებიან.

ქალაქს Buckower Felder ერქმევა და მასში 40 მრავალსართულიანი შენობა აშენდება, სადაც მსურველები ცხოვრებას შეძლებენ. გეგმის მიხედვით, ქალაქის მშენებლობა 2021 წელს დაიწყება და 3 წლის შემდეგ დასრულდება. საერთო ჯამში, ქალაქში სულ 900 საცხოვრებელი სახლი იქნება.

Buckower Felder ელექტროენერგიას მთლიანად განახლებადი რესურსებიდან მიიღებს და მის გარეშემო ტერიტორიებზე ტყე გაშენდება.

ქალაქის მაცხოვრებლებს გადაადგილება ფეხით ან ველოსიპედის მეშვეობით შეეძლებათ. ქალაქგარეთ გასასვლელად კი საზოგადოებრივ ტრანსპორტს გამოიყენებენ.

ამასთან, დაგეგმილია ქალაქგარეთ სპეციალური შენობის აშენება, სადაც ქალაქის მაცხოვრებლები საკუთარ მანქანებს დატოვებენ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ მათ.

იდეის ავტორების თქმით, დღეს ადამიანები ხმაურიანი ქალაქებიდან გაქცევასა და სიმშვიდეს ეძებენ. Buckower Felder კი მათთვის იდეალური არჩევანი იქნება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!