- საზამთროს წითელ რბილობს, რომელსაც ხშირ შემთხვევაში კურკებს აცლიან და ისე მიირთმევენ, არადა, როგორც აღმოჩნდა, რბილობზე არანაკლებ სასარგებლო ყოფილა კურკები. თუმცა მათ მიღებას თავისი წესი აქვს.თუ საზამთროს კურკას მთელ-მთელად გადავყლაპავთ, ორგანიზმი ამით ვერანაირ სარგებელს ვერ ნახავს. ხოლო თუ დავფქვავთ ან დავნაყავთ, მათგან ჩაის მოვამზადებთ და ისე მივირთმევთ, დადებითი შედეგიც არ დააყოვნებს.
საზამთროს კურკაში არსებული ბოჭკოები ძალიან მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ნორმალური მოქმედებისთვის. მათ შეუძლიათ პარაზიტების მოშორება: ჭიებისგან ორგანიზმის გასაწმენდად რძეში გახსნილ საზამთროს კურკის ფხვნილს (პროპორცია 1:10) სვამენ ერთი კვირის განმავლობაში დილა-საღამოს.
საზამთროს კურკაში შემავალი ნივთიერება – ციტრულინი მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი. აფართოებს სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას.
მეცნიერების მტკიცებით, საზამთროს კურკა ძალიან სასარგებლოა თირკმელებისა და საშარდე გზებისთვის. ახალი საზამთროს კურკის ჩაის აქვს შარდმდენი ეფექტი. გარდა ამისა, ითვლება, რომ საზამთროს კურკა აუმჯობესებს მეხსიერებას.
ეს პროდუქტი შეიცავს მაგნიუმს, ვიტამინებს (А,В,С), რკინას, მარგანეცს, კალციუმსა და ბევრ სხვა სასარგებლო ელემენტს.