- საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„შეგახსენებთ, რომ რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით მხოლოდ ერთ ზოლზე მიმდინარეობდა.
ტრაილერებისთვის კი, მოძრაობა დროებით, გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე, აიკრძალა“, – ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.