- დღეს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში მუსიკალურ-თეატრალურმა სტუდიამ “რიბი რაბო” გამართა სპექტაკლი “მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში”.
სპექტაკლ კონცერტის დასასრულს, სტუდია “რიბი რაბოს” ხელმძღვანელმა ნინო მამფორიამ სტუდიის აღსაზრდელებს, პედაგოგებს, მშობლებს, სასახლის კოლექტივს, მადლობა გადაუხადა ღონისძიების მომზადებისთვის გაწეული თანადგომისთვის.
,,რიბი რაბოს” აღსაზრდელების მაღალმა საშემსრულებლო კულტურამ, ორიგინალურმა კოსტიუმირებამ და დახვეწილმა სასცენო დეკორაციამ, მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.