“რიბი-რაბოს” კონცერტი “კახათელ ნინა ბებიასთან” ერთად


მაყურებელთა წინაშე, უკვე წარსდგნენ სტუდია “რიბი-რაბოს” უმცროსი ჯგუფის წევრები. პატარებმა შეასრულეს საყვარელი სიმღერები. კონცერტს საინტერესო მუხტი შესძინა სახემ, რომელიც დარბაზს წარუდგა, როგორც “რიბი-რაბოს” კახათელი ბებია და მთელი კონცერტის განმავლობაში, სცენაზე, დარბაზში თუ კულისებში “რიბი-რაბოელების” და მათი მშობლების გვერდით იდგა და ამხნევებდა. “კახათელი ბებია ნინა” არის ქუთაისის თოჯინების თეატრის მსახიობი, თეა გეგეჭკორი, რომელიც სტუდიამ სპეციალურად კონცერტისთვის მოიწვია.

ექვს საათზე “რიბი-რაბო” და ანსამბლი “გინცი” აგრძელებს თავისი შემოქმედების მაყურებლებისთვის ჩვენებას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

seven − 5 =

Akismet ანტისპამი