- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, მუსიკალურ-თეატრალური სტუდია “რიბირაბოს“ აღსაზრდელები, ახალგაზრდული თვითშემოქმედებითი ფოლკლორული და საესტრადო ჯგუფების ფესტივალზე „არტ-ფესტი 2024” მონაწილეობდნენ.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალი გაიმართა წაღვერის კულტურის სახლში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის შემოქმედებითმა ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.
სტუდიის აღსაზრდელები წარმატებით წარსდგნენ ორგანიზატორებისა და მაყურებლების წინაშე.
ფესტივალის ორგანიზატორმა, ქალბატონმა ნინო ჭუმბურიძემ, სტუდია „რიბირაბოს“ ხელმძღვანელს, პედაგოგებსა და აღსაზრდელებს დიპლომები და სპეციალური პრიზი გადასცა.